13 მაისს ალტე უნივერსიტეტს ეგვიპტის Arab Academy for Science, Technology & Maritime Transport საუნივერსიტეტო დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრები შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტს, რამაზ კუკულაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლების დეკანებსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრის ფარგლებში დელეგაცია გაეცნო ალტე უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.
საუნივერსიტეტო დელეგაციამ მოინახულა კლინიკური ბაზებიც, სადაც გაეცნენ სამედიცინო სწავლების პრაქტიკულ ასპექტებს
AASTMT 1972 წელს დაფუძნდა და დღეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საზღვაო განათლების, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მაღალი ხარისხის განათლებას, მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს და ხელს უწყობს მათ კარიერულ განვითარებაში.
ვიზიტი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს აძლევს საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას
