Flag 0Flag 1
logo

აპრილი 21, 2026

ალტე უნივერსიტეტმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა

ალტე უნივერსიტეტმა ინდოეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი; მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, გიორგი გაბისონია და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ მუმლაძე. ელჩს თან ახლდა კონსული, ბატონი ანილ იადავი.

 

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი გაეცნო ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უნივერსიტეტი ინდოელ სტუდენტებს სთავაზობს.

 

ელჩმა ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასწავლო სივრცეები, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო ყველა რესურსი.

 

მსგავსი შეხვედრები გადამწყვეტ როლს თამაშობს ნდობის მოპოვებაში, ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და საქართველოს - კერძოდ კი ალტე უნივერსიტეტის - პოზიციონირებაში, როგორც სამედიცინო განათლების მისაღებად ერთ-ერთი სასურველი მიმართულება.

alte-universitetma-indoetis-elchs-umaspindzlaalte-universitetma-indoetis-elchs-umaspindzlaალტე უნივერსიტეტმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა