2023 წლის 14 და 15 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში ჩატარდება 2-დღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი თემატური სექციები:
- გეოპოლიტიკური ალიანსები და უსაფრთხოება: თანამედროვე დღის წესრიგი
- კლინიკური ფსიქოლოგია და ხელოვნური ინტელექტი
- სამართალი და ტექნოლოგიები
- გიგ-ეკონომიკა - გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. სტუდენტებმა, 2023 წლის 15 მაისამდე, უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო ნაშრომი ელ-ფოსტაზე: research@alte.edu.ge
ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:
- ნაშრომი უნდა იყოს მინიმუმ 1,000 და მაქსიმუმ 1,500 სიტყვა (დანართების გამოკლებით)
- დოკუმენტის ფორმატი - Microsoft Word
- ფონტი - Sylfaen
- ზომა - 12
- სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.5
- ველებს შორის დაშორება – 1 ინჩი (2.54 სმ.)
- გვერდები უნდა დაინომროს
ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- მომხსენებლის სახელი და გვარი სრულად
- უნივერსიტეტის და სპეციალობის დასახელება
- სწავლების საფეხური და კურსი
- ნაშრომის ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკადემიური თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი
- ნაშრომის სათაური
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- რეზიუმე - არაუმეტეს 200 სიტყვა
- შესავალი
- თემის ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა
- დანართები (არსებობის შემთხვევაში)
- ნაშრომი უნდა გაფორმდეს APA სტილში
- ყველა წარმოდგენილი ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე პროგრამა Turnitin-ის საშუალებით.
- დასაშვები ზღვარი არის 12%.
კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point ფორმატით, რეგლამენტი - 15 წუთი (დამატებით 10 წუთი დისკუსია).
კონფერენციის შედეგები:
- სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების და პრეზენტაციების შედეგად, თითოეულ თემატურ სექციში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.
