Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

დეკემბერი 19, 2025

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამდღიან ტრენინგს დაესწრნენ

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა: ლევან ომიაძემ, საბა გვარამაძემ და გიორგი მერებაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამდღიან ტრენინგში - “Ethical by Design: Integrating Gender Equality into Digital Innovation”.


ტრენინგი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის “Reinforcing Gender Equality and Implementing GREVIO Recommendations to Combat Violence Against Women and Domestic Violence in Georgia” ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაცვისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერება, ასევე - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ICT სფეროში.


ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა უნარების გაძლიერება, რათა უკეთ გაეგოთ, როგორ ვლინდება ტექნოლოგიების გამოყენებით ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობა, როგორ ჩნდება გენდერული მიკერძოება ციფრულ სისტემებსა და AI-ში და როგორ შეიძლება მისი შემცირება. სტუდენტები გაეცნენ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ინტეგრირების გზებს ტექნოლოგიების შექმნის, განვითარებისა და დანერგვის ყველა ეტაპზე.


ღონისძიება ხაზს უსვამდა ინკლუზიური და უსაფრთხო ციფრული გარემოს მნიშვნელობას, ისეთი სივრცის, სადაც ტექნოლოგიები ადამიანებზე ზრუნვას, თანასწორობას და უსაფრთხოებას ემსახურება.


ტრენინგი მოიცავდა ინტერაქტიურ სესიებს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.


ალტე უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებს მსგავსი გამოცდილებების მიღებაში და მომავალშიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, რაც დაეხმარებათ როგორც პროფესიული უნარების, ისე - ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაში

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამდღიან ტრენინგს დაესწრნენ