ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა საერთაშორისო კონკურსზე “2025 CI Moments Global Short Video Collection Event” მთავარი პრიზი მოიპოვა, ნამუშევრით - “Tea and Chinese Characters Across Mountains and Seas”.
კონფუცის ინსტიტუტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ცენტრალური ღონისძიება პეკინში, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ფონდთან (CIEF) ერთად გაიმართა.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუტის წარმატებულ საქმიანობას საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ კონფუცის ინსტიტუტის კურსებზე დარეგისტრირებულ მსმენელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც საზოგადოების მზარდ ინტერესზე მიუთითებს.
ინსტიტუტი აგრძელებს თანამშრომლობას ლანჯოუს უნივერსიტეტთან, რაც სტუდენტებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, ისარგებლონ სტიპენდიებით, ჩაერთონ საზაფხულო ბანაკებსა და გაცვლით პროგრამებში.
