ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნინო ქიტოშვილი, Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, Pomeranian University in Słupsk-ში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ნინო ქიტოშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულებით. ლექციები გამოირჩეოდა სტუდენტების მაღალი ჩართულობითა და დინამიკური დისკუსიებით.
პოლონეთში ვიზიტის განმავლობაში, მხარეები შეთანხმდნენ SEN მიმართულებით ერთობლივი კვლევის შემუშავებაზე, რომელიც ინკლუზიურ განათლებას, კლასის სოციალურ დინამიკას და ემოციურ-ქცევით ასპექტებს მოიცავს. ამასთან ერთად, დაგეგმილია სტუდენტთა გაცვლითი ვიზიტები Erasmus+ Mobility პროგრამის ფარგლებში. გაგრძელდება აკადემიური პერსონალის ორმხრივი მობილობაც. ამ პროცესებთან ერთად, შემუშავდება ერთობლივი პუბლიკაციები და საგრანტო პროექტები.
Pomeranian University დაინტერესებულია უფრო სიღრმისეული პარტნიორობითაც, რაც ალტე უნივერსიტეტისთვის იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოოს შესაძლებლობები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე - აკადემიური პერსონალისთვის.
