Flag 0Flag 1
logo

აპრილი 17, 2025

ალტე უნივერსიტეტი STEM ოლიმპიადის მხარდამჭერია

ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

 

წელს აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი ალტე უნივერსიტეტია! 

 

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 130-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა.

 

ოლიმპიადის თეორიული ტური ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, 13 აპრილს, გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდიდან სამმა მოსწავლემ მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტესტზე იმუშავა. სულ მალე საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გამოვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში შეძლებენ ასპარეზობას.

 

ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებთან 20 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაინიშნება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები და მათი მენტორები სპეციალურ, ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.

 

STEM ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებსა და მასწავლებლებში STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესისა და ცნობიერების ზრდის ხელშეწყობაა

ალტე უნივერსიტეტი STEM ოლიმპიადის მხარდამჭერია