Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 05, 2024

ალტე უნივერსიტეტი სამედიცინო სიმულაციური სწავლების ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა

ალტე უნივერსიტეტი სამედიცინო სიმულაციური სწავლების ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა. 

 

აღნიშნული ასოციაცია დაფუძნდა 30 წლის წინ, კოპენჰაგენში, დანიაში და განათლების, კვლევისა და ადმინისტრირების მიმართულებით ის დღეს სტრუქტურულად მრავალ კომპონენტს აერთიანებს, რომელთა შორისაა, სპეციალური აკრედიტაციის პროგრამა, დისტანციური განათლება, სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა, სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროში გამოყენებული სიმულაციური მიდგომების ეთიკის კოდექსი, პროფესიონალური მენტორობის პროგრამა, სტუდენტური ოლიმპიადა და ა.შ. 

 

SESAM-ის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე გამოწვევებისა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში სიმულაციური ტექნიკების დახელოვნებას და სათანადო პროფესიონალების ჩამოყალიბებას.

 

ორგანიზაციაში გაწევრიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტესთვის, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლებისა და ტრენინგ ცენტრის დახმარებით უახლეს ცოდნას და უნარებს უნვითარებს მედიცინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს.

ალტე უნივერსიტეტი სამედიცინო სიმულაციური სწავლების ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა