Flag 0Flag 1
logo

ივლისი 02, 2024

ალტე უნივერსიტეტი ,,Meliora’’-ს ფინალისტია

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში ,,ქარვასლა", ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი -  მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, CSR მიმართულებით, წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

 

ალტე უნივერსიტეტი, უკვე მეორედ, ამ კონკურსის ფინალისტია საზოგადოების მხარდაჭერის  ნომინაციაში. გასულ წელს აბიტურიენტების კლუბითა და სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერი პროექტებით, წელს კი Techdro-სთან ერთად განხორციელებული საერთაშორისო პროექტით: Technovation Girls საქართველო, საუკეთესო ხუთეულში მოვხვდით.

 

 

გამარჯვებულები შემდეგ შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

 

  1. „მწვანე ინიციატივა“ 
  2.  „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ 
  3.  „საზოგადოების მხარდაჭერა“ 
  4. „სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა“ 
  5.  „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“ 
  6. „წლის CSR მენეჯერი“ 
  7. წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია 

 

პროექტები ჟიურიმ შეაფასა, რომლის წევრებიც დარგის წამყვანი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან იყვნენ.

 

კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.

 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული მსგავს ღონისძიებებში და მუდმივად ცდილობს თავისი წვლილის შეტანას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. 

 

ალტე უნივერსიტეტი ,,Meliora’’-ს ფინალისტია