Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 23, 2023

აივ/შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

აივ/შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების თემა, რომელსაც ალტეს სტუდენტურმა კვლევითმა გაერთიანებამ, 2023 წლის 23 დეკემბერს, უმასპინძლა,"თეთრი ხალათის მიღმა: აივ სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა" იყო. დინამიური და მიმზიდველი პლატფორმა მიზნად ისახავდა ვირუსის ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების გაფანტვას.

 

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საინტერესო, საინფორმციო სემინარი იყო, რომელიც ჩაატარა დარგის გამოცდილმა პროფესიონალმა, დოქტორმა, ნინო რუხაძემ. მან შეუფასებელი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას აივ/შიდსის კვლევის უახლესი მიღწევების, მკურნალობის მოდალობებს და სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

 

მონაწილეების ჩართულობისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით აუდიტორიისთვის ინტერაქტიული ვიქტორინის კონკურსები ჩატარდა, რომლებიც ერთგვარად გამოწვევას უქმნიდა და ამოწმებდა მათ ცოდნას აივ/შიდსის პრევენციის, გადაცემის და სტიგმის შემცირების შესახებ. ვიქტორინაში გამარჯვებულებს, მათი ცოდნისა და ჩართულობის დაფასების მიზნით, გადაეცათ პრიზები, რაც ხელს უწყობს  აუდიტორიის სხვა პროცესებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილის სტიმულირებას.

ღონისძიების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი როლური თამაშები იყო, რომელშიც მონაწილეობა ალტე უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამედიცინო სკოლის სტუდენტებმა მიიღეს. ამ აქტივობაში მათ დადგეს საავადმყოფოს სცენა, რომელიც ასახავდა აივ სტიგმის ყოვლისმომცველ ეფექტს პაციენტების ცხოვრებაზე. სპექტაკლების საშუალებით სტუდენტებმა ნათელი მოჰფინეს იმ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს, რომლის წინაშეც აივ/შიდსით დაავადებული პირები დგანან. წარმოდგენა ხაზს უსვამდა ჯანდაცვის სისტემებში თანაგრძნობისა და დესტიგმატიზაციის აუცილებლობას. 

 

ზოგადად, აივ/შიდსის ღონისძიება ალტეს უნივერსიტეტში ემსახურებოდა იმას, რომ ყოფილიყო მრავალმხრივი პლატფორმა განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რაც ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური და თანამგრძნობი საზოგადოების ფორმირებას.

აივ/შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება