შეგახსენებთ, რომ ალტე უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი წარიმართება 9-12 სექტემბერს (გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა).
ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლით ონლაინ და ლინკს პირადი ტელეფონის ნომერზე სმს-ის სახით მიიღებთ 9 სექტემბერს (მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამების აბიტურიენტები ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლიან 1 ოქტომბერს). იგივე ლინკი განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.alte.edu.ge და Facebook გვერდზე.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით პორტალზე ატვირთვასა და თანხის გადახდას, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიცემა სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანება.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა:
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (დოკუმენტაციის ატვირთვა; სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად): 9-12 სექტემბერი (გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა).
სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკს ირჩევს სტუდენტი ინდივიდუალურად ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.
არასრულწლოვნები:
შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად. რეგისტრაციის ნაწილს გაივლით ონლაინ, ხოლო შემდეგ უნდა მობრძანდეთ ალტე უნივერსიტეტში მშობლის, ან კანონიერი მეურვის თანხლებით, 10-12 სექტემბერს ( 12:00-17:00 საათზე), რათა დაასრულოთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (მის. უნივერსიტეტის ქუჩა N2).
ხოლო, მედიცინისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამების არასრულწლოვანი აბიტურიენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება 2-3 ოქტომბერს (12:00-17:00 საათზე) (მის. უნივერსიტეტის ქუჩა N2).
რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:
განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
ფოტო-სურათი (3x4);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და სტუდენტის დაბადების მოწმობა.
*ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოთვლილი საბუთების ორიგინალი ვერსიები უნდა წარმოადგინოთ ალტე უნივერსიტეტში არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.
*ყურადღება! აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის, ვერ მოხვდება პრეზიდენტის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აბიტურიენტები რომლებიც არ/ვერ გაივლიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას და ვერ მოიპოვებენ სტუდენტის სტატუსს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა მიმართონ უნივერსიტეტს განცხადებით, არაუგვიანეს პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან , მომდევნო წლის ივნისამდე.
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
