ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყებს ბიზნესის Online სკოლას - საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ ინტენსიურ სემინარებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გაეცნონ მეწარმეობის, მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს.
პროექტის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის პროფესიონალი ლექტორები სამი დღის განმავლობაში მონაწილეებთან ერთად განიხილავენ ბიზნესის სამყაროში დღეს ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად თემებს.
პროგრამის განრიგი:
27 მაისი | 15:00 – 16:00
სპიკერი: თამთა გველესიანი
თემა: „იფიქრე როგორც სტარტაპერმა — როგორ იქცევა იდეა შესაძლებლობად“
28 მაისი | 16:00 – 17:00
სპიკერი: ხათუნა მურჯიკნელი
თემა: „როგორ მუშაობს მარკეტინგი TikTok-ისა და AI-ს ეპოქაში“
29 მაისი | 15:00 – 16:00
სპიკერი: მარიკა ნებიერიძე
თემა: „როგორ ვმართოთ ადამიანური რესურსები“
პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ბიზნესის უახლეს ტენდენციებს, აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო მიმართულებები და დაგეგმონ მომავალი პროფესიული განვითარება.
ბიზნესის Online სკოლაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
სარეგისტრაციო ფორმა

