ალტე უნივერსიტეტმა გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, ბიზნეს ტრენერსა და L&D-ის კონსულტანტს, მარიკა ნებიერიძეს უმასპინძლა. მარიკა უძღვებოდა ვორკშოპს თემაზე: “როგორ ვიმუშაოთ გუნდში ეფექტურად”.
ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებმა ტრენერისგან მიიღეს საჭირო რჩევები და ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: კომუნიკაცია, ადაპტაცია, კონფლიქტების მართვა და ამოცანების კოორდინაცია.
ვორკშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

