Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 07, 2025

ვორკშოპების სერია მედიცინის სტუდენტებისთვის

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური კვლევითი გაერთიანების ორგანიზებით, უნივერსიტეტში მედიცინის სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორკშოპების სერია, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 100-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. 

 

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის ინდივიდუალურად გამოეკვლიათ სხვადასხვა ორგანოები და სიღრმისეულად შეესწავლათ მათი ანატომია, ფიზიოლოგია და პათოლოგია. 

 

ალტე უნივერსიტეტის ლექტორმა - გიორგი ბოკერიამ, სტუდენტებს გაუზიარა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფილტვებისა და გულის ანატომიის შესახებ. გარდა ამისა, ვორკშოპების განმავლობაში სპიკერებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სამედიცინო მეცნიერების მიღწევების, სიახლეების, ხელოვნური ინტელექტისა და კლინიკურ პრაქტიკაში მისი პოტენციური ინტეგრაციის შესახებ.

ვორკშოპების სერია მედიცინის სტუდენტებისთვისვორკშოპების სერია მედიცინის სტუდენტებისთვის