თავად სიტყვა „ალტე“ ლათინური სიტყვაა და მწვერვალს, უმაღლეს წერტილს, მისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე წელი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზის, რომელსაც განათლება ჰქვია. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტმა არამხოლოდ კონკრეტული ცოდნა უნდა გადასცეს სტუდენტს, არამედ უნდა გაუღვივოს მუდმივი განვითარების სურვილი, რათა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობდეს, ისახავდეს ახალ-ახალ მიზნებს, აღწევდეს მათ და იყოს წარმატებული.
ამ ხანგრძლივ გზაზე კი „ალტე უნივერსიტეტი“ არ იქნება უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის იქნება თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ იპოვონ და განავითარონ საკუთარი თავში ის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ.
მისია
ალტე უნივერსიტეტის მისიაა, შევქმნათ განსხვავებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც ამ პროცესის თითოეული მონაწილე შეძლებს სრულად აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და სადაც შესაძლებლად იქცევა ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გამოიყურება.
