ალტე უნივერსიტეტსა და კომპანია Loialte-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობა გულისხმობს სტუდენტებისთვის ვებინარების, ღია კარის დღეების, კარიერული ღონისძიებებისა და ფორუმების შეთავაზებას. ამასთანავე, დაინტერესებულ სტუდენტებს Loilate აძლევს შესაძლებლობას, სპეციალურად დაფინანსებული კურსების დახმარებით გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები, გაიარონ სტაჟირება და მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება.
Loialte აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, Loialte Academy კი მისი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული. Loialte Academy-ის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს, განივითარონ ინდუსტრიის მოთხოვნებთან შესაბამისი პრაქტიკული უნარები და მოამზადოს ისინი დასაქმების ბაზრისთვის.
