ალტე უნივერსიტეტმა ბრაზილიის ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უნივერსიტეტ “ინტელთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
აღნიშნული უნივერსიტეტი გამორჩეულია სწავლების მიდგომით, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის ლიდერული უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შეთავაზებას.
უნივერსიტეტი სტუდენტებს აკავშირებს ადგილობრივ ინდუსტრიასთან და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან, რაც საგანმანათლებლო პროცესს ორმხრივად მომგებიანს ხდის, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ინდუსტრიისთვის.
“ინტელი” სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზაციას შემდეგ მიმართულებებში: კომპიუტერული მეცნიერება და ინჟინერია, პროგრამული ინჟინერია და ინფორმაციული სისტემები, კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა მეცნიერება.
აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლოს “ინტელთან” სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიის გაზიარების კუთხით, მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ კვლევით და სტარტაპ აქტივობებში და გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სამხრეთ ამერიკული და ქართული უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოების გზაზე.
