უკრაინის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და ოფიციალური უნივერსიტეტის სტატუსი უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქვეშ 2000 წელს მიიღო. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს აკრედიტებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სამართლის სფეროში შემდეგ მიმართულებებზე: სამოქალაქო, სისხლის სამართლი, საერთაშორისო, ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამართალი.
უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს იურიდიულ კომპანიებთან და 60-ზე მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან. აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროგრამებში, ერთობლივ აკადემიურ პროექტებში და კვლევით თანამშრომლობაში.
ალტე უნივერსიტეტსა და უკრაინის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
