„ალტე უნივერსიტეტი" შეუერთდა ევროსაბჭოს ინიციატივას და 16 ნოემბერს, 16:00 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამართა ლექცია თემაზე „თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
ლექცია „ ალტე უნივერსიტეტის “ პროფესორმა და „თანასწორობის კოალიციის“ წევრმა ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა წაიკითხა.
თანასწორობის კვირეული ხორციელდება ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში. კამპანია მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

