Flag 0Flag 1
logo

მაისი 18, 2023

სტრესის მართვა ეროვნულ გამოცდებზე

ალტე უნივერსიტეტში, 17 მაისს, გაიმართა ვორქშოფი "სტრესის მართვა ეროვნულ გამოცდებზე" აბიტურიენტებისთვის. შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თერაპევტი მაია მინაშვილი გაუძღვა. მან აბიტურიენტების სტრესის მართვის სხვადასხვა ტექნიკა გააცნო. მიღებული ცოდნა მათ ეროვნული გამოცდების დროს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დაეხმარება.

 

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ სპიკერს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ.

 

სტრესის მართვა ეროვნულ გამოცდებზე