Flag 0Flag 1
logo

მარტი 12, 2026

Start-up მარათონში 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო

START-UP მარათონი 2026-ის ნახევარფინალისტები უკვე გამოვლინდა. ალტე უნივერსიტეტის სასკოლო მარათონში წელს 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

 

წარმოდგენილი ასობით ინოვაციური იდეიდან, ჟიურიმ 23 საუკეთესო გუნდი შეარჩია, რომლებიც პროექტის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

 

მარათონის ფარგლებში ნახევარფინალისტებისთვის დაგეგმილია სპეციალური ტრენინგ სესიები, სადაც მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ გაეცნონ დარგის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებას და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი ინოვაციური იდეების განვითარებისა და პროექტების ეფექტიანი მართვის შესახებ.

 

მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი თარიღებია:

  • 12 მარტი — ოთხდღიანი ონლაინ ტრენინგ სესიების დაწყება;
  • 23 მარტი — მენტორინგის სესიები იმ გუნდებისთვის, რომლებიც დამატებითი ჩართულობისა და მხარდაჭერის მიღებას ისურვებენ.
     

მარათონის ფინალური ღონისძიება 2 აპრილს ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება, სადაც ფინალისტები საკუთარ პროექტებს წარადგენენ.

 

პროექტის გენერალური სპონსორია Liberty Bank.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: EasyPay, FINO, Entrepreneur Georgia და Georgian Innovation and Technology Agency.

 

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ ნახევარფინალისტს და წარმატებებს უსურვებს „START-UP მარათონის“ შემდეგ ეტაპებზე. 

Start-up მარათონში 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო