თუ ექიმი გინდა, გახდე, მნიშვნელოვანია, გქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია პროფესიის ირგვლივ.
15, 22 და 29 მაისს, ალტე უნივერსიტეტი გაძლევს შესაძლებლობას, შეხვდე მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანს - ქეთევან ჩახნაშვილს და თავად დაუსვა მას სფეროს ირგვლივ შეკითხვები.
ქეთევანს ჯანდაცვის სისტემების მართვის 15 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სტრუქტურებში. არის არაერთი სტატიის თანაავტორი საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში. ქეთევან ჩახნაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, ევროპის საბჭოს პენიტენციური ჯანდაცვის ექსპერტი და ტრენერია. ამასთან ერთად, საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ეთიკის კოდექსის თანაავტორია.
დეკანთან შესახვედრად შეავსე მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

