Flag 0Flag 1
logo

SCRUM - კვალიფიკაციის ამაღლება და სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია პროდუქტის Agile დეველოპმენტით (Agile, Scrum ან Kanban) დაინტერესებული პირებისთვის, დამწყები ან გამოცდილი Project Manager-ებისთვის, რომლებსაც სურთ ღრმა ცოდნის მიღება Agile მიდგომებზე, ჩარჩოებზე და მეთოდებზე, Scrum Master-ობით ან Kanban Flow Manager-ობით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს საკუთარი ყოველდღიური მუშაობის ეფექტიანობა.

  • კურსის მიმოხილვა

კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს გააცნოს Scrum მეთოდოლოგიის პრინციპები და პრაქტიკული გამოყენების გზები ორგანიზაციულ გარემოში. კურსის საშუალებით მონაწილეები შეისწავლიან გუნდის ეფექტურად მართვის მექანიზმებს, გააუმჯობესებენ პროცესების გამჭვირვალობას და შეიძენენ საჭირო უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით იმუშაონ Agile პროექტებზე.
 

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და გუნდურ მუშაობას.

  • ტრენერი

გიორგი მიქაცაძე - ტრენერი, Agile Transformation Lead კომპანია TNET-ში, მუშაობდა სს ,,საქართველოს ბანკში” Senior Agile Coach • Chapter Lead-ის პოზიციაზე. გიორგის აქვს სტარტაპების გამოცდილება, როგორიცაა: CNICK, Photocenter.ge, Skitty. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 28 საკონტაქტო საათს. 

 

სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

SCRUM - კვალიფიკაციის ამაღლება და სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება