12-13 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტს ინდოეთის (ნიუ დელი) ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის - Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას ინსტიტუციებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით - ირმა გრძელიძე, ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ანი ამირანაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით - თამარ მახარაძე, მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი - გიორგი გაბისონია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - თორნიკე ბაქაქური.
Santosh University-ის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: Prof. Dr. Manoj Goyal (Pro Chancellor), Prof. Dr. Anup Kumar Gogna (Advisor, International Affairs), Prof. Dr. Shalabh Gupta (Dean Academics)
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო და სასწავლო ინფრასტრუქტურა. ესტუმრნენ ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსაც, სადაც გაეცნენ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების პროცესს.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზაზე.
