23 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე „როგორ ავირჩიოთ პროფესია?“
სემინარს გაუძღვება ლიკა მერაბიშვილი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და "განათლებისა და განვითარების სივრცის" დირექტორი.
სემინარი დაგეხმარებათ გაიგოთ შესაბამისია თუ არა თქვენთვის სასურველი პროფესია თქვენი ღირებულებებისა და პიროვნული მახასიათებლების, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის პროცესში.
➪ ჩატარების დრო: 23 დეკემბერი, 19:00-20:00 საათი.
➪ სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ სარეგისტრაციო ბმული შეავსოთ 22 დეკემბრის ჩათვლით https://forms.gle/a7DwQbBZ6Ps2nJA58
აღნიშნული სემინარი დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

