ალტე უნივერსიტეტი იწყებს „პროფესიების რეგიონულ ტურნეს“, რომლის პირველი ღონისძიება კახეთში გაიმართება.
ტურნეს ფარგლებში აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მომავალი პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან კითხვას გასცენ პასუხი.
ღონისძიება განკუთვნილია XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მათ მხარდაჭერას ინფორმირებული პროფესიული არჩევანის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე და შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, შეხვდებიან ალტე უნივერსიტეტის სკოლების დეკანებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
ფორუმის ორ მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი მონაწილეობისათვის.
ღონისძიება გაიმართება 20 მარტს, 13:00 საათზე, თელავში, ტექნოპარკის სივრცეში.
