ალტე უნივერსიტეტის პროექტის - „პროფესიების რეგიონული ტურნე“ - ფარგლებში პროფესიების ფორუმი იმერეთში, ქუთაისში ჩატარდა.
ღონისძიებაზე XI-XII კლასების მოსწავლეებმა ალტე უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აბიტურიენტებს სკოლების დეკანები და პროგრამების ხელმძღვანელებიც შეხვდნენ, რომლებმაც მათ პროფესიული გამოცდილება და კარიერული რჩევები გაუზიარეს.
One Point - HR Outsourcing-ის წარმომადგენლებმა, თათა ჟვანიამ და ვეკო ქაქუჩაიამ, შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტებს გაუზიარეს ინფორმაცია ბაზრის ტენდენციებზე, მოთხოვნად მიმართულებებსა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებმა - ნინო როხვაძემ და ლიზი შავგულიძემ - ალტე უნივერსიტეტისა და BUCKSWOOD-ის სკოლის ერთობლივი პროექტის, კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური მოიპოვეს.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.



