ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი სფეროს თანამშრომლებისთვის, რომლებსაც პროექტულ გარემოში უწევთ მუშაობა. ეხმარება ეფექტურად მართონ პროცესები და რესურსები, გაიზარდონ მოქნილობაში და მუდმივად ისწრაფონ გაუმჯობესებისკენ.
კურსის მიმოხილვა
კურსი ასწავლის პროექტების მართვის პრინციპებს და მათთან მუშაობის პრაქტიკულ უნარებს. მოიცავს ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, რომლებიც საჭიროა პროექტების ეფექტური დაგეგმვისა და მართვისთვის. ხელს უწყობს პროექტის მართვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას ორგანიზაციულ კონტექსტში.
ტრენერი
თამთა ბასილაია - სერტიფიცირებული პროექტ მენეჯერი (PMP®, PMI-ACP®), ტრენერი, მენტორი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი. LinkedIn
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 28 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

