Flag 0Flag 1
logo

აგვისტო 31, 2023

პირველკურსელთა საყურადღებოდ

გილოცავთ, თქვენ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ.

გვჯერა, რომ წინ ემოციებით, ახალი გამოცდილებით, ცოდნით სავსე 4 წელი გველოდება, რომელსაც ჩვენ ერთად გავივლით.

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრაციას გაივლის ალტე უნივერსიტეტის პორტალზე, რომლის ბმულსაც პირადი ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ 11 სექტემბრის 12:00 საათიდან.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: 

https://alte1.ini.ge/online-register/bachelor

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მოთხოვნილი საბუთების ელექტრონული ფორმატით პორტალზე ატვირთვას და თანხის გადახდას, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიცემა სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანება.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია (დოკუმენტაციის ატვირთვა; სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად): 11-15 სექტემბერი.

    *სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკს ირჩევს სტუდენტი ინდივიდუალურად ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.


    *სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა მითითებულია თითოეული სტუდენტის გვერდზე ინდივიდუალურად. სწავლის საფასურის გადახდის წესი.


    * გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 11 სექტემბერს, ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 12:00 სთ-იდან.


    Შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ალტე უნივერსიტეტში მშობლის ან კანონიერი მეურვის თანმხლებით, იგივე ვადაში (11-15 სექტემბერი)

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია
     

მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებსა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამაზე პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის თარიღებია: 2 – 6 ოქტომბერი, რომელთან დაკავშირებითაც მობილურის ნომერზე მიიღებთ SMS შეტყობინებას2 ოქტომბერს 12:00 საათიდან.

  •  არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ალტე უნივერსიტეტში მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხლებით, იგივე ვადაში(2-6 ოქტომბერი).
     
  •  აკადემიური რეგისტრაციის თარიღებია: 9-13 ოქტომბერი;


     


    რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:


 

  • განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი);
  • ფოტო-სურათი (3x4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა.


     

    *ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოთვლილი საბუთების ორიგინალი ვერსიები უნდა წარმოადგინოთ ალტე უნივერსიტეტში არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.

    ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გაცემის შემდეგ იწყება აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა): 18 – 22 სექტემბერი, რომელიც კვლავ ხორციელდება სუტდენტური პორტალის საშუალებით.