ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ "LIFESTRAND" პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების ჩატარებას იწყებს, რომლის პირველი ბენეფიციარებიც საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იქნებიან.
„LIFESTRAND“ პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები სრულად დაეუფლებიან პირველადი დახმარებისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნას და კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ, გადაუდებელი შემთხვევების დროს სიცოცხლისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს.
ტრენინგები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში 2 სესიად ჩატარდება:
- 17 მარტი | 13:00-17:00
- 18 მარტი | 13:00-17:00
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ტრენინგების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება, დაეუფლო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს.
