22 თებერვალს ალტე უნივერსიტეტის კამპუსში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენცია - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში” გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა და პედაგოგეგბმა, საქართველოს მასშტაბით, წარადგინეს თავიანთი მოხსენებები დამსწრე აუდიტორიის წინაშე და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები ისეთ თემებზე, როგორიცაა: „არაფორმარული STEM განათლება“; „არაფორმალური განათლების როლი სოციალურ-ემოციური უნარების გაუმჯობესებაში“; „მედიაწიგნიერება დაწყებით საფეხურზე“ და სხვა.
კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს ალტე უნივერსიტეტისგან გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.

