ალტე უნივერსიტეტმა ბათუმში start-up ზაფხულის ფარგლებში გამართა მარათონი „20-200“.
მარათონის მონაწილეებს ევალებოდათ, შეემუშავებინათ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიდნენ მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებდნენ ყველაზე დიდ მოგებას.
ფინალურ ეტაპზე 14-მა გუნდმა საკუთარი სტარტაპ იდეები წარადგინა.
პროექტს ტრადიციულად არც წელს ჰყოლია მხოლოდ 1 გამარჯვებული. ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი რჩეული გამოავლინა და შესაბამისი პრიზები გადასცა.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: GITA • Tech Park , Entrepreneur Georgia , TBC - თიბისი.

