ალტე უნივერსიტეტის კამპუსში უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კვლევისა და აკადემიური წერის მასტერკლასი - "აკადემიური წარმატების ინსტრუმენტები".
მასტერკლასის მთავარი მიზანი იყო აკადემიურ პროგრამებში ჩართული პირებისთვის კვლევისა და აკადემიური წერის ინსტრუმენტების თაობაზე გამოცდილების გაზიარება.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების მომზადების მეთოდოლოგია, ხელმძღვანელის როლი და სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნისა და გამოქვეყნების პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა, ანტიპლაგიატის პროგრამა TURNITIN-ის ეფექტური გამოყენება და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვა. მასტერკლასის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება კვლევისა და წერის პროცესის ეფექტურად მართვის შესახებ, რაც მათ და მათ სტუდენტებს აკადემიური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
