Flag 0Flag 1
logo

კორპორატიული ანტრეპრენერობა

  • ვისთვის არის კურსი 

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, ბიზნესის განვითარების სპეციალისტებისთვის, ახალი სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე პასუხისმგებელი და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც აინტერესებს ანტრეპრენერული აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მას ორგანიზაციულ გამოწვევების დაძლევაში, იდეების გენერირებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. 

  • კურსის მიმოხილვა 

კურსის მიზანია მონაწილეებში ანტრეპრენერული აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დააიდენტიფიცირონ შესაძლებლობები, განავითარონ ინოვაციური იდეები და შექმნან სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს მოდელები. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ შეიძლება იდეის გადაქცევა მდგრად ბიზნეს მოდელად, როგორ უნდა შეფასდეს ბაზრის საჭიროებები და როგორ გამოვიყენოთ ანტრეპრენერული ლოგიკა გადაწყვეტილებების მისაღებად. 

  • ტრენერი 

ვასილ რევიშვილი – „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორი, მავრიკის ,,Silver Bank“-ის აღმასრულებელი დირექტორი. იკავებდა ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა 

კურსი მოიცავს 7-8 საკონტაქტო საათს. 


*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge  

კორპორატიული ანტრეპრენერობა