ვლადიმერ ლუარსაბიშვილი არის ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი კვლევების მიმართულებით. ის ასევე ლა ფრონტერას (ჩილე) უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის პროგრამის მიწვეული პროფესორია კომუნიკაციის მიმართულებით.
მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) და ჩაატარა პოსტ სადოქტორო კვლევა ლოზანას უნივერსიტეტში (შვეიცარია). იგი არის მადრიდის ავტონომიური და მალაგას უნივერსიტეტების სადისერტაციო საბჭოების გარე ექსპერტი.
მისი უახლესი პუბლიკაციებია: The end of a university. From Bildung and ruins to nonsense (Peter Lang, 2025; თანაავტორი მ. კილაძე); The Legitimization of Violence: Individual, Crowd, and Authority during the Covid-19 Pandemic (Peter Lang, 2024; თანაავტორი მ. კილაძე); Retórica Cultural: Metáfora, Contexto, Traducción. Las voces de Rubén Darío, Miguel de Unamuno, Gabriel Aresti, Kirmen Uribe y Harkaitz Cano (Peter Lang, 2024), Ideas and Methodologies in Historical Research (Routledge, 2022), Rethinking Mamardashvili: Philosophical Perspectives, Analytical Insights (Brill, 2022), Teoría de la interideidad. Gustavo Adolfo Bécquer y Miguel de Unamuno (University of Valladolid Press, 2022).