Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

საფუძვლები გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე

  • ვისთვის არის კურსი 

კურსი განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენელ მსხვილ კომპანიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება მათმა საქმიანობამ მხარი დაუჭიროს ESG და მდგრადი განვითარების მიზნებს. 

  • კურსის მიმოხილვა 

კურსის მიზანია ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება და თეორიული და პრაქტიკული უნარების გაღრმავება. კურსის გავლის შემდგომ მონაწილეებს შეეძლებათ ESG საკითხები თავიანთი საქმიანობის კონტექსტში წარმოიდგინონ და განიხილონ, თუ როგორ შეიძლება მათი ორგანიზაციების საჭიროებები ESG-ს პრაქტიკას მოერგოს. 

კურსი ასევე მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:  

  • მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები; (მაგ. მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხები) 
  • გამოყენებული მეთოდოლოგიები და ჩარჩოები ESG-ის გადაწყვეტილებებში ინტეგრაციისთვის; 
  •  ძირითადი გლობალური ინიციატივები; (მაგ. პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის და ინიციატივების პრინციპები, გარემოსთან, სოციალურ ფაქტორებთან და მმართველობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების საკითხები)   
  • ESG მარეგულირებელი გარემო როგორც გლობალურად, ასევე ქვეყნის დონეზე. 

     

  • ტრენერი 

ლევან გოგოლაძე – ,,საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ESG და მდგრადი დაფინანსების პროექტების კოორდინატორი. აქვს სხვადასხვა სექტორში ბიზნეს კონსულტაციების გაწევისა და ტრენინგების ჩატარების 16 წლიანი გამოცდილება. 2023 წელს მან წარმატებით გაიარა 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის ინსტიტუტში (Corporate Governance Institute, UK) ESG მიმართულებით (Diploma in ESG). იგი ასევე ფლობს რისკის პროფესიონალთა გლობალური ასოციაციის (GARP) საერთაშორისო სერთიფიკატს რისკების მართვაში და არის ფინანსური განათლების მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა 

პროგრამა მოიცავს 15 საკონტაქტო საათს. 

 

კურსი შექმნილია საქართველოს საბანკო ასოციაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდ EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით


*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია, მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge  

 

საფუძვლები გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე