Flag 0Flag 1
logo

პაატა კუნჭულია

პროფესორი

პაატა კუნჭულია არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით (დოქტორანტურა) ERASMUS MUNDUS პროგრამის ფარგლებში „გარეთანამშრომლობის ფანჯარა“ (EM ECW) ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საბერძნეთში, იყო ERASMUS MUNDUS პროგრამის სტიპენდიატი.

 

მისი მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ფინანსურ, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სფეროს. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება, იგი სხვადასხვა დროს იკავებდა საცალო პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსის, ფილიალის მმართველის, არასაკრედიტო გაყიდვების დეპარტამენტის კოორდინატორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინვესტ ჯორჯია“-ს დირექტორის თანამდებობას.

 

2019 წლიდან პაატა კუნჭულია არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. 2019 წლიდან არის ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის ასოციაციის (BRIPA) წევრი. 2022 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრია. 2022-2023 წლებში იყო „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტის“ - ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

 

ის გახლავთ ბუქარესტის ათენაუმის უნივერსიტეტის კვარტალური ჟურნალის – „შიდა აუდიტისა და რისკების მართვა“ – მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე, „საექსპერტო შეფასების კომიტეტისა და საბიუჯეტო კვლევის კონტროლის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები ეხება ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისების გამომწვევ ფაქტორებს, საბანკო სისტემის განვითარებას, ფინანსურ ბაზრებს.

 

მას ასევე აქვს სამუშაო გამოცდილება მიღებული დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში სადაც იკავებდა მარკეტინგული ჯგუფ „ალკონ“-ში ასისტენტის პოზიციას ზოგადი ადმინისტრირებისა და საბაზისო ბუღალტერიის დარგში