Flag 0Flag 1
logo

ნატო ონიანი

პროფესორი

ნატო ონიანი არის ფილოლოგიის დოქტორი, ჟურნალისტიკის მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტსა და ანდრია პირველწოდებულის სახ. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტში. მუშაობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, მედია მენეჯერის პოზიციაზე.

 

ნატო ონიანს აქვს ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება - მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში, იყო რედაქტორი, მთავარი რედაქტორი, საზ. მაუწყებლის თავმჯდომარის მოადგილე ინფორმაციისა და პოლიტიკის დარგში; უძღვებოდა გადაცემებს „პიკის საათი“, „მაცნე“, „რადიო კონტაქტი“, საავტორო პროგრამებს „ინტერკურიერი“, საკვირაო პოლიტიკურ-ანალიტიკურ ტელეპროგრამას „ტაიმ აუტი“, იყო რადიოსადგურ „თავისუფლების“ (პრაღის ბიურო) საპარლამენტო კორესპონდენტი, ავტორი და წამყვანი ტელეხიდებისა: თბილისი-ვაშინგტონი, თემატიკა: საერთაშორისო ტერორიზმი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საარჩევნო სისტემები (აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით), იყო კომპანია „მაგთიკომის“ პიარმენეჯერი. მიღებული აქვს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.

 

აქვს საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის: მსოფლიო ბანკის „განათლების სისტემის რეფორმის პროგრამის“ პიარ-უზრუნველყოფა. არის რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ეროვნული უსაფრთხოების, პოლიტიკური სისტემების, ეთნიკური კონფლიქტების, რელიგიური ექსტრემიზმის, საარჩევნო სისტემების, ინტერრელიგიური დიალოგის თემებზე ჯორჯ მარშალის საერთაშორისო ცენტრში (გერმანია), ეუთო-ს მისიაში (ავსტრია), არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ლიდერთა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე. არის ავტორი წიგნისა „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ და თანაავტორი წიგნისა „ჟურნალისტიკა“.

 

აქვს ლექტორის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო ჟურნალიტიკის ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში.