- ვისთვის არის ეს კურსი?
სასწავლო კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე როგორც საწყისი, ასევე, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
- კურსის მიმოხილვა
სამუშაოს შესრულებისას არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ხშირად გუნდის წევრების იდეები და ხედვები კრიტიკულია. სტანდარტული შეკითხვები, როგორებიცაა: “თქვენ რას ფიქრობთ?“, “როგორ გადავჭრათ პრობლემა?” და ა.შ. მხოლოდ მწირი ან ზოგადი იდეების გენერირებას ახერხებს. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის საკითხი იწელება და მისი გადაჭრაც აქტუალურობას კარგავს.
კურსის ფარგლებში განიხილება იდეების გენერირების სამი განსხვავებული მეთოდი, რომლებიც მონაწილეებს გუნდთან ერთად იდეების ეფექტურ გენერირებასა და ფორმულირებაში დაეხმარება. აღნიშნული მეთოდების გამოყენება ხელს შეუწყობს გუნდის თითოეული წევრის ჩართულობისა და პასუხისმგებლობის ზრდას, რაც თავის მხრივ, მსმენელს შესაძლებლობას მისცემს, მოკლე დროში, გუნდური თანამშრომლობის გზით, შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული და მრავალფეროვანი ვარიანტები.
- ტრენერი
მარიკა ნებიერიძე - ბიზნეს ტრენერი, მენტორი, HR კონსულტანტი, 20+ წლიანი გამოცდილებით კორპორატიული ტრენინგების სფეროში. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 8-12 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

