გორდონის განათლების კოლეჯი არის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ისრაელში, რომელიც დაარსდა 1953 წელს და მდებარეობს ჰაიფაში. უნივერსიტეტი სპეციალიზებულია მასწავლებლებისა და განათლების სფეროს პროფესიონალების მომზადებაში და სთავაზობს აკადემიურ პროგრამებს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე. მრავალწლიანი გამოცდილების, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მრავალკულტურული გარემოს საფუძველზე, ინსტიტუტი ამზადებს განათლების ლიდერებს და აქტიურად უწყობს ხელს განათლების სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ალტე უნივერსიტეტსა და გორდონის განათლების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.


