საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

გოგა კიკილაშვილი

ასოცირებული პროფესორი

გოგა კიკილაშვილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია.

 

ამჟამად ის სსიპ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერია.

 

საერთო ჯამში, 15 წელზე მეტია, ეწევა პრაქტიკულ იურიდიულ საქმიანობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შვედეთსა და გერმანიაში.

 

10 წელზე მეტია, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, ამჟამად არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროფესორი და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამის კვლევითი გრანტი, მათ შორის ბოლო წლებში: უნივერსიტეტის აკადემიკოსებისა და მეცნიერების კვლევითი მივლინების საგრანტო პროგრამა 2023/2024 (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია); ევროკავშირის სტიპენდიები ქართველ მკვლევართათვის 2023 (ევროპული უნივერსიტეტი ვიადრინა, გერმანია); რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამა 2022 და 2023 (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).

 

საერთო ჯამში არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 5 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო/სასწავლო მასალა, 1 კომენტარი, 1 სასამართლო პრაქტიკის კრებული და 15 სტატია.