ალტე უნივერსიტეტში 5-7 მარტს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთის ჩატარდა ვორქშოპი ისრაელიდან მოწვეული ტრენერების მიერ.
ვორქშოპის მიზანი იყო უნივერსიტეტში ინოვაციური კულტურის შექმნაზე ერთობლივი მუშაობის დაწყება. ვორქშოფს უძღვებოდნენ ისრაელიდან მოწვეული პროფესიონალები ანტრეპრენერობის მიმართულებით.
ღონისძიების ბოლო შეხვედრას დაესწრო ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, რომელმაც მონაწილეებთან მსგავსი ტიპის ვორქშოფების და ანტრეპრენერული კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა
