27 აპრილს, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ტრენინგების სერიის - „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“ - მესამე შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ვიზუალური დაპროგრამება - Scratch,სადაც მონაწილეობა X, XI, XII კლასის მოსწავლებმა მიიღეს.
ტრენინგს გაუძღვნენ ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, აკაკი სიქტურაშვილი. მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების კომპონენტები შეისწავლეს და მათი გამოყენებით 2D თამაში შექმნეს.
სესია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

