ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც აქვთ მართვის გამოცდილება და სურთ, გაზარდონ გუნდის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა. კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც საქმიანობის პროცესში აწყდება მართვის გამოწვევებს და ამავდროულად პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიისწრაფვის.
კურსის მიმოხილვა
კურსი მონაწილეებს გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ორგანიზაციის შიგნით ურთიერთობების მართვაში, სამუშაო პროცესების უკეთ ორგანიზებასა და მოტივაციის სტრატეგიების დანერგვაში დაეხმარება. მიღებული ცოდნა და უნარები როგორც მენეჯერების პროფესიულ განვითარებას, ისე ორგანიზაციის მიზნების ეფექტურად მიღწევას შეუწყობს ხელს.
ტრენერი
სოფიო ლებანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრი Syracuse University-ის (Maxwell School of Citizenship and Public Affairs) კურსდამთავრებული. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამჟამად გახლავთ სს „პსპ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. დამატებითი ინფრომაციისთვის იხილეთ: LinkedIn
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 13-15 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კონტაქტი: LLC@alte.edu.ge
