ღრმა კოსმოსის კვლევის ლაბორატორია (DSEL) 2022 წელს დაარსდა, როგორც ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA), ანჰუის პროვინციისა და ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივია. ის წარმოადგენს ჩინეთის საერთაშორისო მთვარის კვლევის სადგურის (ILRS) პროგრამის ცენტრალურ კვლევით ცენტრს, რომელიც ფოკუსირებულია მთვარის ზედაპირისა და ორბიტის სამეცნიერო ექსპერიმენტებზე. DSEL ასევე მასპინძლობს “გამორჩეული ახალგაზრდა ნიჭიერების“ საერთაშორისო პროგრამას, რომლის მიზანია აერონავტიკის, პლანეტარული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტისა და მასთან დაკავშირებული სფეროებით დაინტერესებული მეცნიერების მოზიდვა.
DSEL ხელს აწერს 40-ზე მეტ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ისეთი ქვეყნებთან, როგორიცაა სერბეთი, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდონეზია, პაკისტანი, პანამა და სამხრეთ აფრიკა. უნივერსიტეტი საკუთარი პარტნიორორბებისა და ტალანტების პროგრამების მეშვეობით, DSEL ცდილობს ხელი შეუწყოს ღრმა კოსმოსის კვლევის გლობალურ ეკოსისტემას.
ალტე უნივერსიტეტსა და DSEL შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
