ვისთვის არის ეს კურსი?
პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, ორგანიზაციის საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა გაყიდვების ფსიქოლოგიასა და მომხმარებლის ქცევის შესახებ.
კურსის მიმოხილვა
პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს გაყიდვების ხელოვნების ახალი ასპექტების აღმოჩენაში და მისცემს ცოდნას, თუ როგორ მოქმედებს ნერვული პროცესები ადამიანის აღქმაზე, ემოციებსა და ყიდვის გადაწყვეტილებაზე. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ნეირომარკეტინგის პრინციპებს და გაიგებენ, როგორ შეუძლია ამ ცოდნას გაყიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. პროგრამა შედგება 10 მოდულისგან, რომელიც აერთიანებს თეორიულ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ აქტივობებს. შესაძლებელია როგორც სრული კურსის გავლა, ისე კონკრეტული მოდულების შერჩევა ორგანიზაციის საჭიროებების მიხედვით.
ტრენერი
დათო დათუსანი – ბიზნეს კონსულტანტი, ბიზნეს ქოუჩი, ტრენერი და მენტორი.
10-წლიანი გამოცდილება სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
კურსის ხანგრძლივობა
პროგრამა გრძელდება 3 თვე და მოიცავს 220 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კონტაქტი: LLC@alte.edu.ge
