ალტე უნივერსიტეტისა აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ჩატარდება.
შეხვედრების ფარგლებში აბიტურიენტები შეძლებენ, განივითარონ ტესტთან მუშაობის უნარები და იმუშაონ საგამოცდო ტესტის ყველა კომპონენტზე:
- ტექსტის გააზრება - გადმოცემა;
- მოსმენის უნარები;
- გრამატიკა;
თემის წერა.
ტრენინგების დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარო იმიტირებული გამოცდა და პრაქტიკაში მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები.
ტრენინგზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე - https://shorturl.at/9VaJl
ტრენინგების თარიღი: 26, 28, 29 , 30 მარტი
ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
