აპრილი 1, 2025
CV და LinkedIn პროფილის ოპტიმიზაციის სტრატეგიები
კარიერული განვითარების ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტში კარიერის სერტიფიცირებული კონსულტანტი და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი - სალომე ერაგია გვესტუმრა.
მან საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩაატარა ვორკშოპი თემაზე: კარიერული სტარტაპი- CV და LinkedIn პროფილის ოპტიმიზაციის სტრატეგიები.
სალომემ სტუდენტებს გააცნო ძლიერი პროფესიული მხარეების წარმოჩენის ტექნიკები და ასევე, შეიტყვეს რას ეძებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეფასებისას. ვორკშოპის მანძილზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე შეექმნათ საკუთარი CV და LinkedIn პროფილები და მიეღოთ ინდივიდუალური რჩევები ექსპერტისგან.






