- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია არატექნიკური მიმართულების პროფესიონალებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ IT პროექტებში, თუმცა არ აქვთ ტექნიკური ცოდნა. კურსის მიზანია დაეხმაროს მათ გაიგონ პროექტის მართვისა და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები, პროცესები და ტექნოლოგიური ტერმინოლოგია. მონაწილეები შეძლებენ უკეთ ურთიერთობას ტექნიკურ გუნდთან და პროექტებში უფრო ეფექტიანად ჩართვას.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს კომპლექსური ცოდნა IT პროექტების მართვის ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და კომუნიკაციის შესახებ, რაც მათ დაეხმარება ეფექტურად ჩაერთონ IT პროექტებში, გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები, გაიაზრონ პროექტის ციკლები და ფაზები და განავითარონ პროექტების წარმატების შეფასებისა და გაუმჯობესების უნარები. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს თანამშრომლობის კულტურის შექმნას.
- ტრენერი
რუსო სანაძე - პროფესორი, ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ,,CDEDU”-ის წევრი. აქვს სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციებში მმართველობით პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად იკავებს ,,ალტე უნივერსიტეტის“ IT სკოლის დეკანის პოზიციას. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
პროგრამა მოიცავს 12 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
