25 აპრილს ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Network საღამო გაიმართა.
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და პროგრამით დაინტერესებული პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სექტორის წამყვან კომპანიებს; მიეღოთ მათგან პროფესიული რჩევები და საჭირო ინფორმაცია სამომავლო დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალტე უნივერსიტეტსა და შემდეგ კომპანიებს შორის:
- Payze
- CityPay.io
- Keepz
- პეისერა ბანკი
- გრანთ თორნთონ საქართველო
- InexPay
- BKN301 Georgia
- United Payment Georgia
Aurum
მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტების დასაქმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად
ღონისძიებას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები, უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტები: ანი ამირანაშვილი, ნათია ზედგინიძე და თამარ მახარაძე, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

